05 ივნისი 2026,   18:03
ვრცლად
ხორვატიაში, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა - სამძებრო ოპერაცია გრძელდება

ხორვატიაში, ქალაქ მედულინის მახლობლად, მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Hina-ზე დაყრდნობით წერს.

როგორც მედია იტყობინება, არაოფიციალური ინფორმაციით, ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს და მაშველები კიდევ ორ ადამიანს ეძებენ.

ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები, პოლიცია და მეხანძრეები იმყოფებიან.

დღის ამბები