08 ივნისი 2026,   10:03
ვრცლად
"მადლობის მარში" თბილისში - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციამდე მსვლელობა გამართეს

"მადლობის მარში" თბილისში - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა, თავად ბავშვთან და მხარდამჭერებთან ერთად, რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციამდე მსვლელობა გამართეს.

აქციის მონაწილეებმა მიღწეული შედეგისთვის სახელმწიფოს და ყველა იმ მოქალაქეს, ვინც მათი შვილების გადასარჩენად ბრძოლაში გვერდით დაუდგა, მადლობა გადაუხადეს.

შეგახსენებთ, რამდენიმეთვიანი პროტესტის შემდეგ, 4 ივნისს, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსებაზე იმუშავებს.

დღის ამბები