10 ივნისი 2026,   16:14
ვრცლად
მადლობა "რუსთავი 2-ს", რომ ფეხბურთს აშუქებს, ეს პატარა საქმე არ არის მაყურებლისთვის, დიდი საჩუქარია - მსოფლიო ჩემპიონატს გულშემატკივარს ხვალიდან "რუსთავი 2" შესთავაზებს

პლანეტის ყველაზე გრანდიოზული სპორტული მოვლენა - ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი ხვალ იწყება, რომლის ტრანსლირებას გულშემატკივარს, "რუსთავი 2-ის" შესთავაზებს.

48 გუნდი და 104 მატჩი - მსგავსი მასშტაბის საფეხბურთო მოვლენის ჩვენება ტელეკომპანიის ისტორიაში პირველად მოხდება.  

გამარჯვება, მარცხი, დაძაბული მომენტები და ემოციები. "რუსთავი 2-ისა" და თბილისის მერიის პარტნიორობით, 28 ივნისიდან ჩემპიონატის ფლეი-ოფების ყველა მატჩის ჩვენება დიდ ეკრანზე რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.

ფეხბურთის გულშემატკივრები, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს" ფეხბურთის პირდაპირი ტრანსლირებისთვის მადლობას უხდიან:

"მადლობა "რუსთავი 2-ს", რომ ფეხბურთს აშუქებს, ეს პატარა საქმე არ არის. ქართველი მაყურებლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია," - აცხადებს გულშემატკივარი.

დღის ამბები