10 ივნისი 2026,   16:36
ვრცლად
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი "ფასს გადაიხდის" შეთანხმების ზედმეტად დიდი ხნით გადადების გამო

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ "ირანი ძალიან დიდხანს დაელოდა მათთვის სასარგებლო გარიგების დადებას და ახლა ისინი ამის ფასს გადაიხდიან!!!" - ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

"ირანის სამხედრო ძალები სრულიად არეულია. მათი უმეტესობა, როგორიცაა საზღვაო ძალები და საჰაერო ძალები, აღარ არსებობს - ისინი მთლიანად დამარცხდნენ. ირანი მხოლოდ ლაპარაკია და არანაირი მოქმედება. ახლო აღმოსავლეთის აგრესორი მკვდარია!!!" - დაწერა ტრამპმა.

დღის ამბები