საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ელჩებმა რუსეთის საგარეო უწყება 90-წუთიანი შეხვედრის შემდეგ დატოვეს.
საფრანგეთის ელჩმა განაცხადა, რომ დისკუსიამ კარგად ჩაიარა.
საფრანგეთის ელჩმა ნიკოლა დე რივიერმა, დიდი ბრიტანეთის ელჩმა ნაიჯელ ქეისიმ და გერმანიის ელჩმა ალექსანდრ ლამბსდორფმა, რომლებიც მედიის ინფორმაციით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს შეხვდნენ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა დატოვეს.
საათ-ნახევრიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა საგარეო უწყება ყოველგვარი დამატებითი განცხადებების გარეშე დატოვეს, თუმცა შენობიდან გამოსვლისას საფრანგეთის ელჩმა ჟურნალისტებს მოკლედ უთხრა, რომ დისკუსიამ კარგად ჩაიარა.
შეხვედრასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.