11 ივნისი 2026,   17:19
ვრცლად
"იზრდება საქართველოს ეკონომიკა და მალე მივაღწევთ მიზანს, რასაც ჰქვია მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მიღება" - მიხეილ დუნდუა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ეკონომიკამ გლობალური გაურკვევლობის გაძლიერების პირობებშიც, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, მაღალი მდგრადობა შეინარჩუნა.

2025 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 7.5%-ს შეადგენდა და 2026 წლის დასაწყისშიც ძლიერი ტემპი შენარჩუნდა. ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს აღემატებოდა და 2026 წლის აპრილში 5.9%-ს მიაღწია. ანგარიშში, ასევე, ნათქვამია, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქვეყნის ფისკალური და საგარეო პოზიციები.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გამოეხმაურა.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გააუმჯობესა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. რეალური ეკონომიკა მისი თვალთახედვით 6.5%-ით გაიზრდება წელს, მომავალ წელს 5.7%-ით. გაუმჯობესდა აგრეთვე ამერიკულ დოლარში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. ფონდის შეფასებით, წელს ეკონომიკა ამერიკულ დოლარში 14%-ით გაუმჯობესდება, ხოლო 2026-2031 წლებში, 10.5%-ით იქნება დოლარში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. იზრდება საქართველოს ეკონომიკა და მალე მივაღწევთ მიზანს, რასაც ჰქვია მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მიღება," - აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.

დღის ამბები