D ჯგუფის მასპინძელმა, ამერიკის შეერთებული შტატების გუნდმა, უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში მას შემდეგ, რაც პარაგვაის ნაკრები 4:1 დაამარცხა.
ამერიკელებმა შეხვედრის ბედი პრაქტიკულად პირველსავე ტაიმში გადაწყვიტეს, რომელიც მშრალი ანგარიშით, 3:0 მოიგეს. ანგარიში უკვე მე-7 წუთზე გაიხსნა, როდესაც ბობადილიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 31-ე და 45-ე წუთებზე ბალოგუნმა დუბლის გაფორმება მოახერხა. მატჩის მეორე ნახევარში პარაგვაელებმა ერთი გოლის გაქვითვა მაინც შეძლეს.
თამაშს საბოლოო წერტილი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დაესვა ლეგენდარული კლაუდიო რეინას ვაჟმა, ჯოვანი რეინამ, ეფექტური გოლით შეხვედრის საბოლოო ანგარიში, 4:1 დააფიქსირა.