15 ივნისი 2026,   20:27
ვრცლად
ირანის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხო გავლას ომანთან ერთად უზრუნველყოფენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ესმაილ ბაღაის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში გემების "უსაფრთხო" გავლის უზრუნველსაყოფად, ომანი და ირანი "აუცილებელ ზომებს" მიიღებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მისი თქმით, ეს სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის შედეგად მოხდება.

ბაღაი ასევე აცხადებს, რომ აშშ-მა აიღო ვალდებულება, გადადგას ნაბიჯები ირანის აღსადგენად, ომის შედეგად მიყენებული ნგრევის შემდეგ და ირანის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები მოხსნას.

მისი თქმით, აშშ-მ ორივე შემთხვევაში ზომების მიღების ვალდებულება აიღო.

 

დღის ამბები