15 ივნისი 2026,   19:42
ვრცლად
ტრამპი ევროპაში დიდი შვიდეულის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჟენევაში, დიდი შვიდეულის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა, რომელიც ამ კვირაშია დაგეგმილი და მთავარი თემა ირანთან მისი ახალი შეთანხმება იქნება - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტრამპმა ვაშინგტონი ღამით დატოვა, ის UFC-ის ბრძოლის შემდეგ, დილით ადრე გაფრინდა.

ჟენევის აეროპორტიდან ის ევიან-ლე-ბენში, ფრანგულ ალპურ კურორტზე გაემგზავრება, სადაც წლევანდელი სამიტი იმართება.

მედიის ინფორმაციით, დღესვე, ტრამპი პირისპირ შეხვდება საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, რომელთანაც მას ბოლო პერიოდში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

დღის ამბები