15 ივნისი 2026,   20:53
ვრცლად
საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად კათოლიკოს-პატრიარქს შიო III-ს შეხვდნენ

საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ უწმინდეს და უნეტარეს, შიო III-ს შეხვდნენ.

შეხვედრა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ორ მართლმადიდებელ ერს შორის არსებულ ისტორიულ, კულტურულ და სულიერ კავშირებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას.
დღის ამბები