16 ივნისი 2026,   09:13
ვრცლად
თუ ვინმემ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობაზე წინსვლა, ეს არის საქართველო, მაგრამ ვხედავთ, რომ ამ პროცესს აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი - მარიამ ლაშხი

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ, თბილისში კიდევ ერთხელ ეხმიანებიან.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ აღნიშნული განაცხადი კიდევ ერთხელ ადასტურებს ბრიუსელის უსამართლო დამოკიდებულებას ევროკავშირის ახალი წევრების მიმართ, რომლებსაც მეორეხარისხოვნად მოიაზრებენ. აქცენტი კვლავ კეთდება ორმაგ სტანდარტებზე და ამბობენ, რომ საქართველო საქართველო, ყველა კრიტერიუმით, მოლდოვასა და უკრაინას უსწრებს.

"თუ ვინმემ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, ეს არის ევროკავშირი. ევროკავშირი, თავისივე შეფასებებში, სადაც პოლიტიკისგან დაცლილია შეფასება, ვხედავთ, რომ საქართველო არის მოწინავე. თუ ვინმემ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობაზე წინსვლა, ეს არის საქართველო, მაგრამ ვხედავთ, რომ ამ პროცესს აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.

დღის ამბები