დონაციის აქცია სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებმა უსაფრთხო სისხლის მარაგების შევსებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს. აღნიშნული მარაგი სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემათ პაციენტებს, ვისთვისაც ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
პარალელურად, ღონისძიებაზე ცენტრის ხელმძღვანელმა რეგულარული დონორები, მათ შორის – 8 თანამშრომელი დააჯილდოვა.
სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში - დონაციის აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა ცენტრის თანამშრომლებმა მიიღეს და უსაფრთხო სისხლის მარაგების შევსებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს. ცენტრი აქტიურად უზრუნველყოფს უსაფრთხო სისხლის მარაგის შექმნას, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემათ იმ პაციენტებს, ვისთვისაც სისხლი და მისი კომპონენტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ღონისძიების ფარგლებში, ცენტრის გენერალურმა დირექტორმა რეგულარული დონორები დააჯილდოვა, მათ შორის - ცენტრის 8 თანამშრომელი.
"წლის განმავლობაში დაახლოებით 100 000 ერთეულამდე დონაცია კეთდება. მნიშვნელოვანია, რომ უანგარო დონაციის წილი იყოს მაღალი, გაიზარდოს. ზოგადად მსოფლიოში პრაქტიკა ანგარებიანი დონაციის, უკვე გადადის უკანა პლანზე, ბევრს ქვეყანაში საერთოდ გაუქმებულია ეს პრაქტიკა“, - აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე.