16 ივნისი 2026,   20:55
ვრცლად
152 მილიონი ლარი წმინდა მოგება 2025 წელს, მიმდინარე წლის 5 თვეში კი, ტვირთბრუნვის 8%-ით გაზრდილი მოცულობა - საქართველოს რკინიგზამ წლიური ანგარიში გამოაქვეყნა

52 მილიონი ლარი წმინდა მოგება 2025 წელს, მიმდინარე წლის 5 თვეში კი, ტვირთბრუნვის 8 პროცენტით გაზრდილი მოცულობა - საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ეს შთამბეჭდავი მონაცემები, საოპერაციო საქმიანობის გაუმჯობესებისა და ფინანსური ხარჯების შემცირების შედეგია.

პოზიტიური დინამიკა მოგების ზრდის მაჩვენებლის კუთხით გაზრდილია მიმდინარე წელსაც. პირველ ხუთ თვეში - 88 მილიონი ლარი დაგროვდა, რაც 50%-იან მატებაა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ რკინიგზის წმინდა მოგების გაორმაგება, შემთხვევითი მოვლენა არ არის და კომპანიის ისტორიულ შედეგებს, ეფექტიანი მართვა და რეფორმების სწორი განვითარება განსაზღვრავს.

რკინიგზა საქართველოს ლოგისტიკური ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. კომპანიის ლოგისტიკური ბიზნესის მომგებიანობამ 2026 წელს 62% შეადგინა. სტაბილური შემოსავლები და აქტიური ბიზნესსაქმიანობა დამატებითია გზავნილია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რაც საქართველოს სატრანზიტო როლს აძლიერებს.

მოდერნიზაციის რეფორმის ფარგლებში, უახლოეს პერიოდში კომპანია, 50 ლოკომოტივს და 1 500 ვაგონს შეიძენს. დაგეგმილია 1 მლრდ ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება.

დღის ამბები