16 ივნისი 2026,   19:07
ვრცლად
კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ "ფორმულას" წინააღმდეგ სამოქალაქო დავა დაიწყო

კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ "ფორმულას" წინააღმდეგ სამოქალაქო დავა დაიწყო. ხაინდრავა ტელეკომპანიას ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

საუბარია რეპორტაჟზე რომელშიც ითქვა, რომ თითქოს ხაინდრავა ადამიანებით ვაჭრობის საქმეში იყო ჩართული და თანხის სანაცვლოდ საქართველოში 2 000 ადამიანის შემოყვანაში მონაწილეობდა.

რეჟისორის განცხადებით, ეს ინფორმაცია ცილისწამებაა და საქმე არა სამოქალაქო დავას, არამედ შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულს ეხებოდეს. მოპასუხე მხარე ტელეკომპანია "ფორმულა" ხაინდრავას სარჩელს არ ეთანხმება.

"ცილი დამწამეს, რომ მე სუს-თან ერთად, 2 000 დოლარის საფასურად, 2 000 არალეგალური პაკისტანელი შემოვიყვანე. ეს არის უმძიმესი ცილისწამება, იმიტომ რომ სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ არის მიმართული. ვფიქრობ, რომ ეს სასამართლო აბსოლუტურად დაადასტურებს, რომ ეს არის ცილისწამების და სიცრუის გამავრცელებელი ორგანიზაცია," - აცხადებს გოგა ხაინდრავა.

 

 

დღის ამბები