17 ივნისი 2026,   16:34
ვრცლად
"რაისა კომუნისტკას რას მოკითხავ, უტიფრობის ზენიტია ეს ქალი... ამხილა მთელი ეს კალასიზმი, რაც არის ევროკავშირში" - ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეს განცხადებაზე

კიდევ ერთი დადასტურება, საქართველო დაისაჯა იმის გამო, რომ არ აჰყვა ომის წესებს ევროკავშირში გაწევრების სანაცვლოდ - ასე აფასებს "ქართული ოცნება" რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას.

ევროპარლამენტარმა თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ლაპარაკი 2022 წელს დაიწყო. უკრაინა-რუსეთის ომამდე კი ამის პოლიტიკური ნებაც კი არ არსებობდა. რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ ანგარიშს ევროპარლამენტში დღეს კენჭს უყრიან. დოკუმენტში ისმის კრიტიკა "ქართული ოცნების" მიმართ. მოთხოვნილია სანქციების დაწესება თანამდებობის პირების და მედიასაშუალებების მიმართ.

მორიგი ანტიქართული და ანტიდემოკრატიული რეზოლუცია - ასეთია ანგარიშის შესახებ მმართველი გუნდის პოზიცია.

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, რასა იუკნევიჩიენის მთავარი ფუნქცია საქართველოს გაშავებაა.

"სკანდალური აღიარება იყო ეს. რაისა კომუნისტკამ ამხილა მთელი ეს კალასიზმი, რაც არის ევროკავშირში. 2022 წლამდე, ჩვენ რომ აქ რეფორმებს ვატარებდით ევროკავშირის მიმართულებით, აქ რომ ჩამოდიოდნენ, მადლობებს გვიხდიდნენ, ერთ-ერთი ლიდერები რომ ვიყავით, აღმოჩნდა, რომ ეს ბლეფი იყოო, არ ვგეგმავდით აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით გაფართოებასო, რა საქართველო, უკრაინა და მოლდავეთიო... 2022-ში რომ დავინახეთ, რომ უკრაინამ ომი დაიწყო, ვინც ომობს, ის დავასაჩუქრეთო.

მე მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები უნდა დაისვას ევროკავშირის ხელმძღვანელობის მიმართ და რაისა კომუნისტიკას ახლა რას მოკითხავ, უტიფრობის ზენიტია ეს ქალი. არსებობს იმისთვის ქალბატონი რომ გააშავოს საქართველო, ქართველი ხალხი. მე მგონი ამისთვის მისცეს ეს მანდატი. რა გაუკეთებიათ საკუთარი ლიეტუვისთვის, აღმოსავლეთ ევროპისთვის?! - ინფლაცია მაღალი, უმუშევრობა, დაბალი ეკონომიკური ზრდა. სანქციებიც ახლა ვითომ დაუწესეს რუსეთს და ამ დროს საქართველოს გადაასწრეს ღვინის ექსპორტში და ნავთობპროდუქტებზე კიდევ პირველ ადგილზე არიან. აი ამ ღირებულებების მქონე დეპუტატებისგან - რაისა და მისი სადაქალო/საძმაკაცოსგან, რას უნდა ველოდეთ?! უინტერესოა," - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები