17 ივნისი 2026,   16:38
ვრცლად
ქალბატონ რასას, რომელიც გამორჩეულია ზიზღის ენით, წამოსცდა ის სიმართლე, რასაც ვამბობთ 2022 წლიდან. ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობიანი პოლიტიკა, ზუსტად ამიტომ განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტია საქართველო - არჩილ გორდულაძე

"ქალბატონ რასას, რომელიც გამორჩეულია ზიზღის ენით, წამოსცდა სიმართლე, ის სიმართლე, რასაც ვამბობთ 2022 წლიდან დაწყებული, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო მავანის ხელში პროქსი სახელმწიფოდ გამოყენებული და ამავდროულად, მიმართული იყო, რომ საბოლოო ჯამში, მეორე ფრონტი გახსნილიყო ჩვენი ქვეყნის მიმართულებით. ევროკავშირში გაწევრიანების, მათ შორის, სტატუსის მინიჭების საკითხი, მხოლოდ და მხოლოდ შანტაჟის მექანიზმად შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული", - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, იუკნევიჩიენეს განცხადება კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველო დაისაჯა იმის გამო, რომ არ აჰყვა ომის წესებს ევროკავშირში გაწევრების სანაცვლოდ.

"ადასტურებს ქალბატონი, რომ ევროკავშირი, რომელიც არის მშვიდობაზე დაფუძნებული და მშვიდობიანი მიზნებისთვის თანასწორობის საკითხებზე შექმნილი ორგანიზაცია, მხოლოდ და მხოლოდ ომის შემთხვევაში ხსნის შესაძლებლობას სხვადასხვა ქვეყნებისთვის, რომ ახალი წევრები მიიღოს.

ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობიანი პოლიტიკა, ზუსტად ამიტომაც არის, რომ განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი არის საქართველო. მხოლოდ და მხოლოდ ღირსეული ნაბიჯების გადადგმით გვინდა, რომ ნამდვილად ევროპული ოჯახის წევრები ვიყოთ, სადაც ისტორიულად ჩვენი ადგილი არის და არა იმ სოვეტიზაციად ქცეულ გაერთიანებაში, რომელსაც დაკარგული აქვს ევროპული საწყისები," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები