უკრაინაში ომი გრძელდება, რუსეთის ძალების თავდასხმის სამიზნე გახდა ხარკოვი. ქალაქის საცხოვრებელ უბნებს მართვადი ავიაბომბები ესროლეს. დარტყმების შედეგად დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის, 4 ბავშვი. დაზიანდა 40-ზე მეტი კერძო საცხოვრებელი სახლი.
პარალელურად, რუსეთის ძალებმა საარტილერიო ცეცხლით და უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყეს დნეპროპეტროვსკის ოლქის სამ რაიონს. შეტევას 8 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, საწარმოო ინფრასტრუქტურა, სკოლა და ფოსტა. ადგილზე მიმდინარეობს სახანძრო, სამაშველო და სამძებრო ოპერაცია.