19 ივნისი 2026,   15:46
ვრცლად
ტრამპი "ჰეზბოლას" და ისრაელს მოუწოდებს საომარი მოქმედებები შეწყვიტონ

პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, ის მოელის, რომ "ჰეზბოლასა" და ისრაელს შორის საომარი მოქმედებები, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად შეწყდება. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

"შეერთებული შტატები მშვიდობის ერთგულია და ჩვენ ახლო აღმოსავლეთში ყველას მოვუწოდებთ, დარჩნენ ჩვენი მოლაპარაკებების შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველყოფის ერთგულნი. ჩვენ ველით სრულ ცეცხლის შეწყვეტას ყველა ფრონტზე, მათ შორის, ლიბანში, "ჰეზბოლასთან" და ისრაელში", - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, ისრაელმა განაცხადა, რომ პარასკევს, დილით ადრე, "ჰეზბოლაზე" თავდასხმა "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების არაერთი დარღვევების" საპასუხოდ განახორციელა.

მედიის ცნობით, მოკლე განცხადებაში, ისრაელის თავდაცვის ძალებმა აღნიშნეს, რომ „მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობდნენ დარტყმებს და აგრძელებენ შეტევებს სამხრეთ ლიბანის რამდენიმე რაიონზე, "ჰეზბოლას" ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად".

დღის ამბები