აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან მოუწოდა ისრაელს, მხარი დაუჭიროს ჰეზბოლასთან ცეცხლის შეწყვეტას, მას შემდეგ, რაც მხარეებმა განახლებულ ზავს მიაღწიეს.
ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ დღეს ესაუბრა ისრაელს და მოუწოდა მათ ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებისკენ. თუმცა, კითხვას - ესაუბრა თუ არა პირდაპირ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ტრამპმა არ უპასუხა.
ტრამპმა მასსა და ნეთანიაჰუს შორის ურთიერთობა შეაქო:
"მე ყოველთვის კარგი ვიყავი ბიბისთან, უბრალოდ ხანდახან უნდა დამშვიდდე და გონება მოიკრიბო" - თქვა მან.