20 ივნისი 2026,   00:18
ვრცლად
დაკავება პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით - მასაჟის სალონები, სადაც უკანონო საქმიანობის ფაქტები გამოვლინდა, პოლიციამ დალუქა

დაკავება პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით - ხელზე აღებულ თანხას ფართის მფლობელებს უნაწილებდნენ, სანაცვლოდ კი ობიექტების მეპატრონეებს მათთან კლიენტები მიჰყავდათ.

მასაჟისა და სპა სალონის სტუმრებს ადგილზე ჯერ ადმინისტრატორები ხვდებოდნენ, აცნობდნენ სექსუალური მომსახურების პირობებს, შეთანხმების შემდეგ კი კლიენტსა და პროსტიტუციაში ჩართულ ქალებს ერთმანეთს ახვედრებდნენ.

ადმინისტრატორებს პროსტიტუციაში ძირითადად ტაილანდისა და ჩინეთის მოქალაქეები ჰყავდათ ჩართული.

მასაჟის სალონები, სადაც უკანონო საქმიანობის ფაქტები გამოვლინდა, პოლიციამ დალუქა, ასეთი სულ ცხრაა.

პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა, ამ ბრალდებით სულ 12 პირია დაკავებული, მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

პროსტიტუციაში ჩართული პირების დასაკავებლად ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, თბილისის გარდა, ქუთაისშიც იყვნენ მობილიზებულები.

დაკავებულებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები