21 ივნისი 2026,   21:02
ვრცლად
თითოეულმა ჩვენგანმა კარგად უნდა ვიცოდეთ, თუ რა პრობლემები დგას ჩვენს რაიონებში და დარწმუნებული ვარ, რეაგირებაც შესაბამისი იქნება - ლაშა ტალახაძე

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რიგით მეათე შეხვედრა წყალტუბოში გამართეს.

განათლება, სპორტი, დასაქმება, ხელმისაწვდომობა იმ პროექტებთან, რომლებიც რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს ინოვაციური სტარტაპები შექმნან და თანატოლები დაასაქმონ.

წყალტუბოში გამართულ შეხვედრას "ქართული ოცნების" დამფუძნებლის შვილი ცოტნე ივანიშვილი, ლაშა ტალახაძესთან და ვიქტორ სანიკიძესთან ერთად ესწრებოდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა ლაშა ტალახაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია ყველამ კარგად იცოდეს, თუ რა პრობლემები დგას ჩვენ რაიონებში, რაზეც შესაბამისი რეაგირებაც აუცილებლად იქნება:

"თითოეულმა ჩვენგანმა კარგად უნდა ვიცოდეთ, თუ რა პრობლემები დგას ჩვენს რაიონებში და, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ რეაგირებაც შესაბამისი იქნება. ეს იქნება სპორტული, თუ სხვა კუთხით განვითარების საშუალება,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ლაშა ტალახაძე.

ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ გამართული კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში თითქმის ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა და შეხვედრის მიმდინარეობისას ახალგაზრდებმა პარტიის წევრებისგან ინფორმაცია არაერთ საინტერესო პროექტზე მიიღეს, რომლებსაც სახელმწიფო სპეციალურად მათთვის ახორციელებს.

დღის ამბები