20 ივნისი 2026,   00:10
ვრცლად
პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას საფრთხედ მიიჩნევს

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება საფრთხეს უქმნის პოლონელ ფერმერებს, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ განაცხადა.

მან წუხილი გამოთქვა, რომ "თამაშში ძალიან გვიან ჩაერთო" და ვერ მოასწრო "პოლონელი ფერმერებისთვის საზიანო გადაწყვეტილებების შეჩერება".
როგორც მან აღნიშნა, რომ პოლონეთი ახლა ევროკავშირსა და "მერკოსურს" შორის დადებული შეთანხმების "შედეგებს ებრძვის".

"მე ასევე ვაღიარებ, რომ პოლონური სოფლის მეურნეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება. მე ვარ პოლონეთის პრეზიდენტი და, უკრაინის მისწრაფებების გაგების მიუხედავად, ყოველთვის სადარაჯოზე ვიდგები პოლონელი ფერმერისა და პოლონური სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ინტერესების დასაცავად," - განაცხადა ნავროცკიმ.

როგორც UNIAN წერდა, უნგრეთმა ევროკავშირის სამიტის საბოლოო დეკლარაციაში ცვლილებები შეიტანა და ამოიღო პუნქტი უკრაინის კავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ. პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ბოლო მომენტში იქნა მიღებული და მასში ცვლილებებს სწორედ მან მიაღწია.

დღის ამბები