23 ივნისი 2026,   01:56
ვრცლად
მოსახლეობის აღწერა დასრულდა - რამდენი მილიონი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში და მოსახლეობის რამდენი პროცენტია ეროვნებით ქართველი

3 929 581 - თითქმის 4 მილიონი - ეს საყოველთაო აღწერის შედეგია, რომელიც 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2014 წლის მონაცემებთან შედარებით თითქმის 6 პროცენტით გაზრდილია. საველე სამუშაოები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024-ი წლის 14-ი ნოემბრიდან 31-ი დეკემბრის პერიოდში ჩაატარა - საერთაშორისო მეთოდოლოგიით, რასაც დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.

ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებლით გაზრდილია ქალაქის მოსახლეობის წილი, მათ შორის დედაქალაქში 20 პროცენტით. ქვეყნის მოსახლეობის 34 პროცენტი სწორედ თბილისში ცხოვრობს. მატება ფიქსირდება აჭარასა და ქვემო ქართლში, დანარჩენ რეგიონებში მოსახლეობის კლების ტენდენციაა.

2.5 პროცენტით გაიზარდა და 96 პროცენტზე მეტს შეადგენს საქართველოს მოქალაქეთა რიცხოვნობა - 3 304 000 ეროვნებით ქართველია. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა წილი კი მხოლოდ 3.4 პროცენტია. მათ შორის არიან მოქალაქეობის არმქონე პირებიც. ეროვნული შემადგენლობის მიხედვით, მეორე უმსხვილეს ეთნიკურ ჯგუფს აზერბაიჯანელები წარმოადგენენ, ხოლო მესამეს ეროვნებით სომეხი მოსახლეობა.

არც ციფრებს ენდობა და არც საერთაშორისო მითოლოგიით დადგენილი ფაქტების სჯერა ოპოზიციას. ოფიციალური მონაცემების მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტები მაინც ამტკიცებენ რომ რეალობაა სხვაა.

დადებითი მიგრაციული სალდოს ფონზე, ოპონენტებისგან უმრავლესობას არც მსგავსი განცხადებები. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით ოპოზიციის დეზინფორმაცია მარტივად ამხილა..

2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით მოსახლეობის 52 პროცენტი კაცია, 48 ქალი, 3.3 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი. სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობის გარდა საქსტატის მონაცემები დეტალურად აღწერს ქვეყნის მოსახლეობის მშობლიური ენისა და აღმსარებლობის პროცენტულ წილს.

დღის ამბები