23 ივნისი 2026,   02:17
ვრცლად
23 ივნისს "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივნისს 12:10-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებს შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.

მათიve ცნობით, ელექტროენერგია შეეზღუდება, სოფლებს - სტეფანწმინდა, გერგეთის უბანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დასახლებებს.

"ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივნისს 12:10-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტეფანწმინდა, გერგეთის უბანი და მიმდებარე ტერიტორიაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები