23 ივნისი 2026,   02:17
ვრცლად
მასტროიანის ფოტოგამოფენა თბილისში - მცხეთა, გორი, თბილისი, შეხვედრა კინოს სამყაროს წარმომადგენლებთან და ჯადოსნური საღამო სერგო ფარაჯანოვის სახლში

ფედერიკო ფელინის მუზა, იტალიური კინოს სიმბოლო და მსოფლიო კინოს ლეგენდა - მარჩელო მასტროიანი. მსახიობი, რომელმაც 150 მდე ფილმით და სოფი ლორენთან ერთად განსახიერებული როლებით მთელი ეპოქა შექმნა. მის მდიდარ ბიოგრაფიაში არსებობს ერთი, განსაკუთრებული ეპიზოდი, რომელიც კინოარქივის მიღმა დარჩა, თუმცა, ისტორია ფოტო ფირმა შემოინახა. ეს კადრები კინოვარსკვლავის საქართველოში ვიზიტს ასახავს. დღეებს, როცა ლეგენდარულ სტუმარს ქართველები ზუსტად ისე შეეგებნენ, როგორც მის მშობლიურ იტალიაში.

მცხეთა, გორი, თბილისი, შეხვედრა კინოს სამყაროს წარმომადგენლებთან და ჯადოსნური საღამო სერგო ფარაჯანოვის სახლში. სამ დღიანი ვიზიტი ფირზე იური მეჩითოვმა აღბეჭდა.

პროექტი "ასე მხოლოდ იტალიაში მხვდებიან” - 1988 წელს გადაღებულ კადრებს აერთიანებს. თითქმის 40 წლის შემდეგ კი, სახვითი ხელოვნების მუზეუმში უნიკალურ ექსპოზიციად იქცა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი 60-ზე მეტი შავ-თეთრი ფოტო სრულყოფილ სურათს ქმნის საქართველოში მასტროიანის მოგზაურობის შესახებ. მასთან ერთად სურათებზე აღბეჭდილია ელდარ შენგელაია, ირაკლი კვირიკაძე, სერგო ფარაჯანოვი და ქართული კინემატოგრაფის სხვა წარმომადგენლები.

გამოფენა "მარჩელო" იტალიური კინოს მეცხრე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, იტალიის საელჩოს ორგანიზებით იმართება და საგამოფენო დარბაზში 30 ივლისამდე გაგრძელდება.

მელანქოლიური შარმი, ელეგანტური სტილი, და კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ ერთი ყველაზე ცნობილი კადრი ტრევის შადრევანთან - ალბათ ტკბილი ცხოვრებაც საკმარისია მარჩელო მასტროიანის

რომელიც არა მხოლოდ ვიზიტს, არამედ ორი ქვეყნის კულტურულ კავშირებს გადმოსცემს.

1988 წელი - მოსკოვი თბილისის რეისით საქართველოს მარჩელო მასტროიანი ესტუმრა.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები