24 ივნისი 2026,   03:11
ვრცლად
მაია ბითაძემ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.

კანონპროექტის თანახმად, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ (GEDF) გრანტების მიღებისა და გაცემის შესაძლებლობა მიეცემა.

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ 2025 წელს გახდა პირველი სახელმწიფო კომპანია საქართველოში, რომელსაც მიენიჭა მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) აკრედიტებული ორგანიზაციის სტატუსი. მწვანე კლიმატის ფონდი არის გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფინანსური მექანიზმი და აფინანსებს ქვეყნებში კლიმატის ცვლილების შემარბილებელ და საადაპტაციო ღონისძიებებთან დაკავშირებულ პროექტებს. იგი ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ პარტნიორ ორგანიზაციად განიხილება საქართველოსთვის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ საშუალებას აძლევს განახორციელოს კლიმატის ცვლილებაზე ორიენტირებული, ეკონომიკურად ნაკლებად მიმზიდველი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს სათბურის აირების ემისიებისა და კლიმატზე ცვლილების უარყოფითი გავლენის შემცირებას. მწვანე კლიმატის ფონდის მხრიდან კლიმატმედეგი პროექტების განვითარების ხელშეწყობა სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ (GEDF) შესაძლებლობას მისცემს მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ქვეყნის ეროვნული ენერგეტიკული და კლიმატური მიზნების მიღწევის პროცესში.

 

დღის ამბები