მოქალაქეზე ორიენტირებული და ინოვაციური სერვისების განვითარება, საჯარო რესურსების ეფექტიანი მართვა, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერება - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საჯარო სერვისების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, მთავრობის მიერ განხორციელებულ იმ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც სისტემის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს და შედეგზე ორიენტირებულ მართვის სტანდარტებს ამკვიდრებს.
გაეროს საჯარო სერვისების ფორუმს საქართველოს დედაქალაქი პირველად მასპინძლობს. 100-ზე მეტი ქვეყანა და 500-ზე მეტი დელეგატი. მინისტრები, მერები, საჯარო ადმინისტრირებასა და სერვისების განვითარებაზე პასუხისმგებელი პირები, თბილისში საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე, სახელმწიფო სერვისების ეფექტიანობისა და ახალი გამოწვევების ფონზე ინსტიტუტების ადაპტაციის უნარზე იმსჯელებენ.
ფორუმზე განსაკუთრებულად ახსენეს ის პირები რომლებიც სახელმწიფო უწყებების ეფექტიან ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ. იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს სიძლიერე არა მხოლოდ გამართული ინსტიტუტებით, არამედ საჯარო მოხელეების პროფესიონალიზმით იზომება,
ფორუმის მონაწილეების შეფასებით, მსგავსი მაღალი დონის ღონისძიების საქართველოში ჩატარება, საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების საერთაშორისოდ აღიარებაა. სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელების განმარტებით, საქართველოსთვის ერთგვარ სავიზიტო ბარათად უკვე იქცა, გამარტივებული და სწრაფი სერვისები, რომლებიც მოქალაქეთა ინტერესებზე და სურვილებზეა მორგებული.
საჯარო სერვისების გაეროს ფორუმი, მომდევნო სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.