01 ივლისი 2026,   16:32
ვრცლად
ოზურგეთში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მორიგი უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მორიგი უფასო სამედიცინო აქცია ოზურგეთში გამართა.

აქციით გურიის რეგიონში მცხოვრებმა ასამდე დევნილმა მოქალაქემ ისარგებლა. მათ ქვეყნის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმ-სპეციალისტებისგან კვალიფიციური სამედიცინო კონსულტაციები და შესაბამისი რეკომენდაციები მიიღეს, ასევე, დანიშნულების საფუძველზე საჭირო მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ.

დღის ამბები