05 ივლისი 2026,   16:11
ვრცლად
"ყურადღებით ვაკვირდებით ისრაელის ადმინისტრაციის პროვოკაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმების ჩაშლას" - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ყურადღებით ვაკვირდებით ისრაელის ადმინისტრაციის პროვოკაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმების ჩაშლას – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, პაკისტანის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს განაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ისრაელის ძალები განაგრძობენ უკანონო თავდასხმებს ღაზაში.

"ყურადღებით ვაკვირდებით ისრაელის ადმინისტრაციის პროვოკაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმების ჩაშლას. სიონისტების მკვლელი ჯგუფი, რომელიც თავის პოლიტიკურ გადარჩენას რეგიონში კონფლიქტების გაგრძელებას უკავშირებს, ლიბანსა და სირიას მარტო არ ტოვებს.

ისრაელის საოკუპაციო ძალები განაგრძობენ არაადამიანურ და უკანონო თავდასხმებს ღაზაში დაჩაგრულთა წინააღმდეგ. ბოლო დღეების განმავლობაში, საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნებული სიახლეები ავლენს მოლაპარაკებების პროცესში წარმოქმნილ სირთულეებს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემს ძვირფას ძმას, პრემიერ-მინისტრ შარიფს და ჩვენს პაკისტანელ ძმებს ამ შედეგის მისაღწევად გაწეულ დიდ ძალისხმევას", - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

დღის ამბები