05 ივლისი 2026,   16:40
ვრცლად
ნიუ-იორკში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დროს მომხდარი სროლისას, რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი დაჭრეს 

ნიუ-იორკში, კონი-აილენდის უბანში, 4 ივლისის დღისადმი მიძღვნილი ზეიმის დროს, სულ მცირე რვა ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი დაჭრეს - ინფორმაციას ABC News-ი ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, სროლის შესახებ შეტყობინება 22:37 საათზე მიიღეს.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დაშავებულებს შორის ორი მამაკაცი, ორი ქალი და ოთხი ბავშვია - 14, 12, 7 და 6 წლის.

პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. შვიდი ადამიანი სტაბილურადაა, ხოლო 21 წლის ქალი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინა, თუმცა ჯერ არავინ დაუკავებია.

 

 

დღის ამბები