სახლში, ქუჩაში და სპეციალურ სივრცეებში - ფეხბურთსა და "რუსთავი 2-ს" უყურებენ ყველგან. ერთ-ერთი ასეთი ქალაქი რუსთავი და იპოდრომის ტერიტორიაა, სადაც შეკრებილებმა კანადა-მაროკოსა და პარაგვაი-საფრანგეთის დაპირისპირებას, "რუსთავი 2-ისა" და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით მოწყობილ სივრცეში უყურეს. მანამდე, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა სპორტული ღონისძიება, გასართობი აქტივობები და გათამაშებები. გულშემატკივრებთან და სპორტსმენებთან ერთად ადგილზე რუსთავის მერი იმყოფებოდა.
"პირველ რიგში, არ შემიძლია მადლობა არ გადაგიხადოთ "რუსთავი 2"-ს იმისთვის, რომ მოგვეცით შესაძლებლობა. დღეს გავაერთიანეთ მთელი ქალაქი. სპორტი განსაკუთრებით უყვართ ჩვენს ქალაქში, ფეხბურთი მით უმეტეს, და ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა ქალაქის გაერთიანების. დღეს თითოეული რუსთაველი "რუსთავი 2-ის" მეშვეობით გახდა მსოფლიო სპორტის ნაწილი. ძალიან საინტერესო დღეები ელოდებათ წინ," - აღნიშნა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.