07 ივლისი 2026,   18:35
ვრცლად
უნდა გაევლოს წითელი ხაზი, რომ აღარასოდეს არავინ გაბედოს მათ შორის, ევროკავშირის არც ერთმა ინსტიტუციამ, თავს დაესხას საქართველოს ეკლესიას და მის მრევლს - შალვა პაპუაშვილი

მე თავის დროზეც ვთქვი, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის ინსტიტუტი თავს დაესხა ქართულ ეკლესიას, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, წითელი ხაზი უნდა გაევლოს, რათა აღარასოდეს არავინ გაბედოს მათ შორის, ევროკავშირის არც ერთმა ინსტიტუციამ, თავს დაესხას საქართველოს ეკლესიას და მის მრევლს.

"მე თავის დროზეც ვთქვი, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის ინსტიტუტი თავს დაესხა ქართულ ეკლესიას, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. აქვე უნდა გაევლოს წითელი ხაზი, რომ აღარასოდეს არ გაბედოს არავინ, მათ შორის, ევროკავშირის არც ერთმა ინსტიტუციამ, რომ თავს დაესხას საქართველოს ეკლესიას და მის დიდ მრევლს. გასაგებია, რომ იუკნევიჩიანეს ხელიდან საქართველოსთან აკავშირებდათ კარგი არაფერი არ გამოვა, მაგრამ ესეც ნიშანდობლივია, რომ მას მოასინჯინეს ნიადაგი საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმის. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, ახლა ძალიან მკაცრი და პირდაპირი რეაქცია ამაზე, რომ ამას არ ჰქონდეს რაიმე პრეცენდენტის სახე და არ გაბედოს აღარავინ, ევროკავშირის არც ერთი ინსტიტუციიდან ქართული ეკლესიაზე თავდასხმა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლგბტ პროპაგანდაში ქართული ეკლესიის ჩართვის მცდელობასა და დახურული შეხვედრების დეტალებზე "იმედის კვირის" ექსკლუზიურ ინტერვიუში დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ეკლესიას ევროპიდან ლგბტ პროპაგანდაში დახმარებას სთხოვდნენ. საქართველოში ამ მოთხოვნით, ბელგიის საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი იყო ჩამოსული, ბრიუსელში კი შეხვედრა გაიმართა ანდრიუს კუბილიუსთან და რასა იუკნევიჩიანესთან, მათ საქართველოს საპატრიარქოსგან უარი მიიღეს.

 

 

 

დღის ამბები