10 ივლისი 2026,   10:07
ვრცლად
ირანის სამხედრო და სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშები გრძელდება

ირანის სამხედრო და სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშები გრძელდება. ქვეყნის სამხრეთით, ბუშერისა და კონარაკის სამხედრო ზონებზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ ჩრდილოეთში, გოლესტანის პროვინციაში, სარკინიგზო ხიდიც დაზიანდა.

აღნიშნული ხაზი თეირანის, ჩინეთისა და რუსეთის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო დერეფანია, რომელმაც განსაკუთრებული ფუნქცია აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადის შემდეგ შეიძინა.

ირანული მხარე თავდასხმებში ვაშინგტონსა და თელ-ავივს ადანაშაულებს, თუმცა, CNN-ის ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროები ოპერაციაში მონაწილეობას უარყოფენ. მომხდართან კავშირს ამ ეტაპზე არც ისრაელი ადასტურებს.

დღის ამბები