იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე შორეულ კუნძულებს ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება, რის გამოც ხელისუფლებამ ძლიერი ქარის, ძლიერი წვიმის, მეწყრისა და წყალდიდობის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა, - წერს Reuters-ი.
მედიის ინფორმაციით, ეს შესაძლოა რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი შტორმი იყოს.
მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ტაიფუნი "ბავი" შაბათს დილით იაპონიის საკიშიმას კუნძულებთან ძალიან ახლოს გაივლის, რომელიც ტაივანის მახლობლად მდებარე შორეულ კუნძულოვან ჯაჭვს წარმოადგენს და ოკინავას პრეფექტურის ნაწილია.
ქარის მაქსიმალური სიჩქარე 162 კმ/სთ-ს აღწევს. არქიპელაგის ერთ-ერთი კუნძულის, იშიგაკის მაცხოვრებლები ფანჯრებს ფუთავენ და სახლებსა და მაღაზიებზე ქარსაფარ ბადეებს ამაგრებენ.