10 ივლისი 2026,   20:19
ვრცლად
ლანა გალდავა ელისაშვილის საქმეზე: არ არსებობს მტკიცებულებები, ეს საქმე უნდა შეწყვეტილიყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვის დაკავებული ალეკო ელისაშვილის საქმეზე განაჩენი სულ ცოტა ხანში გამოცხადდება. "ძლიერი საქართველო - ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. ელისაშვილის თანაგუნდელები თვლიან, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არის.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ სასამართლოს შენობის გადაწვის მცდელობა სამეთვალყურეო კამერების მიერ ცხადად არის დაფიქსირებული.

ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლანა გალდავა აცხადებს, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.

"პროკურატურის მხარის მთლიანი ჩვენებები არის აგებული ჰიპოტეტურ მოსაზრებებზე. არ არსებობს მტკიცებულებები. ეს საქმე უნდა შეწყვეტილიყო და დიდი-დიდი, ალეკო ელისაშვილი გასამართლდეს ნივთის დაზიანების მუხლით, რომელიც არის 200-ლარიანი ზარალის გამომწვევი. ამიტომაც ვამბობთ, რომ პოლიტიზებულია მართლმსაჯულება და ამიტომაც ვამბობთ, რომ სასამართლო არის უსამართლო", - განაცხადა ლანა გალდავამ.

დღის ამბები