12 ივლისი 2026,   15:14
ვრცლად
დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, კიდევ უფრო დამაჯერებლად გავიმარჯვებდი - დონალდ ტრამპი

დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, კიდევ უფრო დამაჯერებლად გავიმარჯვებდი, დემოკრატები სასოწარკვეთილები არიან, დროა, თქვან, რომ "ტრამპი ყველა დროის საუკეთესო პოლიტიკური სპორტსმენია" - ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ გამარჯვება მოახერხა მაშინ, როდესაც პრესა მის შესახებ მხოლოდ ნეგატიურ და ყალბ ამბებს ავრცელებდა. ტრამპმა ასეთ მედიასაშუალებებს შორის New York Times-ი, CNN-ი, ABC, CBS-ი და NBC დაასახელა. მისივე თქმით, ამ მედიების რეიტინგი სულ უფრო მცირდება.

დღის ამბები