რუსთავში "ოქსიგენ ფესტი - 2026" ოქროს და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით გაიხსნა.
ფესტივალის წითელ ხალიჩაზე, 213-მა წარმატებული ახალგაზრდამ გაიარა, რომლებსაც ტრადიციულად, რუსთავის მერიისგან ფულადი ჯილდო და ღონისძიების სპონსორების მიერ მომზადებული საჩუქრები გადაეცათ.
"ხმაური სიხარულისთვის" - ამ იდეით გაერთიანებული ფესტივალის სცენაზე, მედალოსნებთან ერთად, "ენ ბი აი ჯუნიორის" პატარა ჩემპიონებს - რუსთავის 12 წლამდელ კალათბურთელთა გუნდსაც მიულოცეს გამარჯვება.
"ოქსიგენ ფესტის" პირველი მუსიკალური დღე, კი ჰიპ-ჰოპს მიეძღვნა.
დღეს საფესტივალო სცენას, ჯგუფი "რეგიონი", შერეკილები, "ჯეობით პროდაქშენი", "პაპანუსი" და "ალუზია" დაიკავებენ.
"ოქსიგენ ფესტი" რუსთავში უკვე მეხუთედ იმართება.