ფოთი პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლების მასპინძელია. ორთაბრძოლები მალთაყვის სანაპიროზე გაიმართა.
გათამაშდა საქართველოს ჩემპიონის ქამრები ორ წონით კატეგორიაში. რინგზე ფოთელი მოკრივეები ბექა ჭუბაბრია და ირაკლი ალანიძე იყვნენ.
შეჯიბრების ორგანიზატორი საქართველოს პროფესიონალური კრივის ფედერაციაა.