14 ივლისი 2026,   01:56
ვრცლად
საპატრიარქოს წარმომადგენლებმა, გლდანის მერვე დაწესებულებაში პატიმრებს პეტრე-პავლობა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს

საპატრიარქოს წარმომადგენლებმა, გლდანის მერვე დაწესებულებაში პატიმრებს პეტრე-პავლობა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. ინფორმაციას, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

"ამა წლის 13 ივლისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, დეკანოზი გიორგი კალანდია და საპატრიარქოს მსჯავრდადებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ია იმერლიშვილი გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, იქ მყოფ უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდადებულებს, აგრეთვე არასრულწლოვან ბრალდებულებს პეტრე-პავლობა მიულოცეს და საჩუქრად წიგნები, სანთლები, ტანსაცმელი, ტკბილეული და ჰიგიენური საშუალებები გადასცეს,"- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის ამბები