იემენში მოქმედი ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების დაჯგუფება აცხადებს, რომ მათ საუდის არაბეთის აბჰას საერთაშორისო აეროპორტზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანეს.
ჰუსიტების სპიკერი, იაჰია სარი ამბობს, რომ ეს იყო ჰუსიტების პასუხი "საუდის არაბეთის აგრესიაზე, რომელმაც სამიზნედ სანას საერთაშორისო აეროპორტი ამოიღო".
უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იემენის არმიამ სანას აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე იერიში მიიტანა, რათა ირანული თვითმფრინავის დაფრენა აღეკვეთა. ჰუსიტებმა თავდასხმებში საუდის არაბეთი დაადანაშაულეს.
საუდის არაბეთს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
იემენის საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას მხარს საუდის არაბეთი უჭერს, თუმცა ქვეყნის ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ სანას, ჰუსიტები აკონტროლებენ.