როგორ შევამციროთ წყლის დანაკარგი მორწყვის ეფექტიანობის გაზრდის პარალელურად - სარწყავი სეზონის გამოწვევებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე საგარეჯოში იმსჯელეს.
ადგილობრივ ფერმერებს "საქართველოს მელიორაციის" კომერციული დირექტორი შეხვდა და მორწყვის პროცესს ადგილზე გაეცნო. წვეთოვანი სისტემების უპირატესობებთან ერთად, შეხვედრაზე კომპანიის ცხელი ხაზის მუშაობაც განიხილეს, რაც ფერმერების ნებისმიერ საჭიროებაზე მყისიერი რეაგირების გარანტად დასახელდა.