16 ივლისი 2026,   23:18
ვრცლად
"ჩვენ გავიარეთ MAN-ის სერტიფიცირება, სადაც მაქსიმალური შეფასება მხოლოდ A-ა, ჩვენს ცენტრს A+ ხარისხი მიენიჭა - "თეგეტა ჰოლდინგის" აღმასრულებელი დირექტორი ეკატერინე ქავთარაძე

"თეგეტა ჰოლდინგის" აღმასრულებელი დირექტორის, ეკატერინე ქავთარაძის განცხადებით, მრავალფუნქციური გეზ-ის სერვისცენტრის ამოქმედება და მისთვის MAN-ის უმაღლესი, A+ სერტიფიკატის მინიჭება როგორც კომპანიისთვის, ისე სრულიად ქვეყნისთვის საამაყო მოვლენაა. რეგიონში კომერციული ტრანსპორტის უმსხვილესი ცენტრის პრეზენტაციასთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ კომპანიის მთავარი მიზანი ქართველი მომხმარებლისთვის მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის სერვისების ხელმისაწვდომობაა.

"რაც ამ 31-წლიანი ისტორიის მანძილზე გვამოძრავებდა, იყო რომ ყოველთვის, ჩვენი ბიზნესისთვის გვეყურებინა ჩვენი მომხმარებლის თვალით. ყოველთვის გვქონდა ის მოტივაცია, რომ ნებისმიერი ქართველი მომხმარებლისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი ყველაფერი, რაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იყო უმაღლესი ხარისხის. სწორედ ამის ნათელი მაგალითია დღეს გეზ-ის ცენტრი, რომელიც წარმოადგენს MAN-ის ერთადერთ ავტორიზებულ სერვისცენტრს არა მარტო კავკასიის რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც. თითოეული თეგეტელის სიამაყის საგანია ის საკითხი, რომ როდესაც ჩვენ გავიარეთ MAN-ის სერტიფიცირება, სადაც მაქსიმალური შეფასება მხოლოდ A-ა, ჩვენს ცენტრს A+ ხარისხი მიენიჭა. მგონია, რომ თეგეტელების გარდა, ასევე თითოეული ქართველისთვის არის საამაყო, როდესაც მსოფლიო რუკაზე მონიშნულები ვართ, როგორც საუკეთესო სერვისცენტრი," - განაცხადა ეკატერინე ქავთარაძემ.

ცნობისთვის: 100 მილიონ ლარზე მეტი საინვესტიციო ღირებულების მქონე "თეგეტა მოტორსის" გეზ-ის ფილიალი უკვე სრული დატვირთვით მუშაობს და მან 25 000-მდე სატვირთო ავტომობილს გაუწია მომსახურება. კომპანიამ მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, თბილისის მერს, მთავრობისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ოფიციალურად წარუდგინა.

დღის ამბები