15 ივლისი 2026,   22:14
ვრცლად
დისკრიმინაციული იუმორი - შშმ პირთა მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება "იუთუბ" არხის გადაცემაში "ისაუბრე"

შეურაცხმყოფელი, დამცინავი და შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციული განცხადება, ჯგუფური ძალადობისთვის გასამართლებული და ქართული მართლმსაჯულების მიერ დამნაშავედ ცნობილი ონისე ცხადაძის ძმამ, ერთ-ერთ "იუთუბ" გადაცემაში გააკეთა. სანდრო ცხადაძის ირონიული და დამამცირებელი რეპლიკის ადრესატი პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი იყო.

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანების მიმართ დისკრიმინაციული ხუმრობა ტენდენციად იქცა - ამბობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებადამცველი. თინათინ რევაზაშვილის თქმით, შეურაცხმყოფელი განცხადებების ავტორები, მათ მიერ გაკეთებულ ღირსების შემლახველ რეპლიკებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით ამართლებენ.

ოპოზიციის მხარდამჭერ აქტივისტს შეურაცხმყოფელი ხუმრობა დღეს თავად ოპოზიციის წევრებმაც დაუწუნეს, თუმცა მისი გამართლება მაინც სცადეს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იმ ღირებულებების მქონე ადამიანების მხრიდან, რომლებიც პარლამენტის შენობას წვავდნენ, ძალადობაში მონაწილეობდნენ და ამ პროცესში სკოლის მოსწავლეების ჩართვასაც ცდილობდნენ, გასაკვირი არაფერი არ არის. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დისკრიმინაციული კომენტარების ავტორები არა ადრესატებს, არამედ საკუთარ თავს აკნინებენ.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებამდე კი, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ხუმრობის ადრესატები ონკოპაციენტებიც გახდნენ. რამდენიმე კვირის წინ, "იუთუბ" არხ "ოქტოპუსზე" სკეტჩი გავიდა, რომელშიც იუმორისტები ქიმიოთერაპიის გვერდით ეფექტებს აშარჟებენ.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები