"ჩვენ ჩვენი რწმენისა და პრინციპების ერთგულებით ქვეყნის ყოველ გოჯს დავიცავთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის შიგნით ერთიანობის შენარჩუნებაა," - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა აღნიშნა.
მისი თქმით, თუ ირანში ერთიანობა არ იქნება, ეს მათ ძალიან დაასუსტებს და განხეთქილებას გამოიწვევს.
"ნებისმიერი სიტყვა თუ ქმედება, რომელიც საზოგადოებაში დაპირისპირებასა და განხეთქილებას გამოიწვევს, გვასუსტებს. ეს ნიშნავს, რომ ვიდრე ამერიკა ზიანს მოგვაყენებს, შეიძლება, თავადვე შევუქმნათ საკუთარ თავს პრობლემები. ამიტომ უნდა მოვერიდოთ ყველაფერს, რაც საზოგადოების გახლეჩასა და უთანხმოებას გამოიწვევს," - განაცხადა მასუდ პეზეშკიანმა.
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე იერიშების ორი ახალი სერია განახორციელეს. დაიბომბა პორტები, სამეთაურო პუნქტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები. პარალელურად, გრძელდება ირანული პორტების ბლოკადაც. ოპერაციების საპასუხოდ, თეირანმა იერიშები მიიტანა ბაჰრეინსა და ქუვეითში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. ესკალაციის ფონზე საუდის არაბეთმა და იორდანიამ საჰაერო სივრცე ნაწილობრივ დახურეს.