17 ივლისი 2026,   22:44
ვრცლად
თელავში კვლავ სტიქიის შედეგებს ებრძვიან - მეექვსე დღეა ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობს სპეცტექნიკა და ცოცხალი ძალა

თელავში კვლავ სტიქიის შედეგებს ებრძვიან. უკვე მეექვსე დღეა ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობს სპეცტექნიკა და ცოცხალი ძალა. ამ დროისთვის, ძირითადი ძალისხმევა თელავის ხევის კალაპოტის გაწმენდასა და სამი სოფლის წყალმომარაგების აღდგენაზეა მიმართული.

პარალელურად, გზა გაჰყავთ სათავე ნაგებობებამდე. ტერიტორიიდან ქვა-ღორღისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გატანა სრულდება. 

"ამოღებული ინერტული მასალის გატანის სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე სამუშაოები მიმდინარეობს თელავის ხევის ქვედა ნაწილში გულგულის მისადგომებთან. იქაც ვითარება უკვე გაცილებით უკეთესია, კალაპოტის დაღრმავება და ფორმირება მიმდინარეობს. ასევე, სამუშაოები მიმდინარეობს კისისხევში, იქაც ანალოგიური სამუშაოები მიდის, კალაპოტის ფორმირება და დაღრმავება. დაწყებულია სოფელ კონდოლში სავარგულებთან მისასვლელი გზის აღდგენითი სამუშაოები და უახლოეს პერიოდში დაიწყება ასევე სხვა სოფლებშიც ანალოგიური ტიპის სამუშაოები", - აცხადებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, არჩილ თხლაშიძე.

შეგახსენებთ, კახეთში სტიქია 12 ივლისს უხვმა ნალექმა გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ თელავის ნაწილი და რამდენიმე სოფელი დატბორა, სერიოზული ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას.

 

დღის ამბები