ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. შეერთებულმა შტატებმა ირანის ტერიტორიაზე ავიადარტყმების მორიგი სერია განახორციელა.
ცენტრალური სარდლობის განცხადებით, იერიშების მიზანი ისლამური რესპუბლიკის სამხედრო პოტენციალის შესუსტებაა. დაიბომბა სამხედრო, სამოქალაქო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ. გრძელდება ირანული პორტების ბლოკადაც. აშშ-ის საზღვაო ქვეითები ჰორმუზის სრუტეში ერთ-ერთ გემზე მონიტორინგის მიზნით გადასხდნენ.
თეირანის მტკიცებით, საპასუხოდ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა რეგიონში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე მიიტანა იერიში.