20 ივლისი 2026,   12:59
ვრცლად
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გრიბოედოვის თეატრში სპექტაკლ "ხანუმას" პრემიერა გაიმართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლ "ხანუმას" პრემიერა გაიმართა. სპექტაკლით თეატრმა საიუბილეო, 180-ე სეზონი დაასრულა.

რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ ცნობილი პიესა მაყურებელს ახლებური ინტერპრეტაციით წარუდგინა. სპექტაკლის სცენოგრაფია შოთა ბაგალიშვილს ეკუთვნის, კოსტიუმების მხატვარი ანანო დოლიძეა, ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე, კომპოზიტორი - ანუკი ცქვიტინიძე, წარმოდგენაში გაჟღერებული სიმღერების ტექსტების ავტორი - ანა ნიკოლავა.

სპექტაკლში ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობები მონაწილეობენ.

პრემიერას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი მირცხულავა დაესწრო.

პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

დღის ამბები