21 ივლისი 2026,   18:30
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თურქეთში, სასწავლო კურსებში მიიღეს მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანტალიაში, თურქეთის სანაპირო დაცვის საგანმანათლებლო-სასწავლო ცენტრში გამართულ "ოფიცრის/მიჩმანის მორიგეობის საკვალიფიკაციო" და "სწრაფმავალი კატარღის მართვის" სასწავლო კურსებში მიიღეს მონაწილეობა. 

კურსები თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა და მიზნად ისახავდა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებასა და პრაქტიკული უნარებისა და ცოდნის გაღრმავებას.

სწავლება თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სარდლობის ორგანიზებით ჩატარდა. კურსების დასრულების შემდეგ, დეპარტამენტის წარმომადგენლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

დღის ამბები