ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა დაიწყო. მხარეები იმსჯელებენ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ.
მთავარი განსახილველი თემა იქნება უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეთა გათავისუფლების, უკანონო ბორდერიზაციის, გადასასვლელ პუნქტებზე დაწესებული რეჟიმის მოხსნის და თამარ მერაყიშვილის უფლებების დარღვევის საკითხები.
საანგარიშო პერიოდში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო დაკავების 5 ახალი შემთხვევა მოხდა. ასევე, დაფიქსირდა უკანონო ბორდერიზაციის 6 შემთხვევა. ამ დროისთვის, ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 12 მოქალაქე რჩება.