24 ივლისი 2026,   13:39
ვრცლად
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სომხეთის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლევან მაისურაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან სოფიო იმერლიშვილთან ერთად, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და უფლებამოსილ ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა არსებულ მჭიდრო პარტნიორობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს", - აღნიშნულია გარცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები